TOASTY
კვება და ვარჯიში

არაქისის კარაქი წონის კლებისა და ვარჯიშისთვის — სიმართლე და მითები

ტოსტი განახლდა: 14 ივნისი, 2026 კითხვის დრო: ~6 წუთი
ნატურალური არაქისის კარაქი წონის კლებისა და ვარჯიშისთვის
მოკლე პასუხი: დიახ, არაქისის კარაქი შეიძლება იყოს წონის კლების ნაწილი და კარგი დასაყრდენი ვარჯიშის დროს — თუ ის ნატურალურია (მხოლოდ მიწისთხილი და მარილი) და ულუფას აკონტროლებთ. ის მაღალკალორიულია და მცირე რაოდენობაც განაყრებს. მდიდარია პროტეინითა და ჯანსაღი ცხიმებით.

არაქის კარაქზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რწმენა არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ის „გასუქებს", სხვები — რომ პროტეინის იდეალური წყაროა და ვარჯიშისთვის აუცილებელია. სიმართლე სადღაც შუაშია და დეტალებზეა დამოკიდებული. ამ სტატიაში ფაქტებს ვუპირისპირებთ გავრცელებულ მითებს.

კვებითი ღირებულება — რა შედის ერთ ულუფაში

სანამ მითებზე გადავალთ, შევხედოთ ციფრებს. ქვემოთ მოცემულია ნატურალური არაქისის კვებითი ღირებულება (მხოლოდ მიწისთხილი და მარილი):

მიახლოებითი მაჩვენებლები
მაჩვენებელი1 კოვზი (~16გ)ულუფა (~32გ)100გ
კალორია~94~188~588
პროტეინი~4გ~8გ~25გ
ცხიმი~8გ~16გ~50გ
ნახშირწყალი~3გ~6გ~20გ
ბოჭკო~1.5გ~3გ~6გ

ორი მთავარი დასკვნა: არაქისის კარაქი მართლაც მაღალკალორიულია (კოვზი ≈ 90+ კალორია), მაგრამ ამავდროულად მდიდარიაპროტეინითა და ჯანსაღი ცხიმებით — სწორედ ამიტომ აქრობს შიმშილის გრძნობას.

მითები vs სიმართლე

მითი #1

„არაქისის კარაქი გასუქებს"

თავად პროდუქტი არ „ასუქებს" — წონა მატულობს მაშინ, როცა დღეში მეტ კალორიას იღებთ, ვიდრე ხარჯავთ, რა წყაროდანაც არ უნდა იყოს ის.

სიმართლე: არაქისის კარაქის მიღება ხშირად ამცირებს დღის მანძილზე მიღებულ კალორიებს — ერთი კოვზიც კი დიდი ხნით განაყრებთ.

მითი #2

„დიეტისას ცხიმი აკრძალულია, ამიტომ არაქისის კარაქი არ ვარგა"

„ცხიმი = მავნე" მოძველებული წარმოდგენაა და ცხიმის ტიპზეა დამოკიდებული.

სიმართლე: არაქისის კარაქის ცხიმის დიდი ნაწილი მონოუჯერი ჯანსაღი ცხიმია (ოლეინის მჟავა). ასეთი ცხიმები ენერგიის წყაროა და მაძღრის შეგრძნებას უწყობს ხელს — დიეტის მტერი არ არის, თუ ულუფას იცავთ.

მითი #3

„ვარჯიშის შემდეგ მხოლოდ პროტეინი მჭირდება"

კუნთის აღდგენა მხოლოდ პროტეინზე არაა დამოკიდებული.

სიმართლე: კუნთების აღდგენისთვის სჭირდება პროტეინი + ნახშირწყალი + ჯანსაღი ცხიმი. არაქისის კარაქი ბანანთან ან შვრიის ფაფასთან ერთად იდეალურად დაბალანსებული საჭმელია ვარჯიშის შემდეგ.

მითი #4

„ყველა არაქისის კარაქი ერთნაირია"

ეტიკეტს თუ წაიკითხავთ, განსხვავება დიდია.

სიმართლე: ბევრი იმპორტული ბრენდი ამატებს შაქარს, პალმის ზეთსა და სტაბილიზატორებს — ეს ცარიელი კალორიებია, რაც წონის მატებას იწვევს. წონის კონტროლისას აირჩიეთ ნატურალური არაქისის კარაქი — მხოლოდ მიწისთხილი და მარილი.

მითი #5

„რაც მეტი, მით უკეთესი — ხომ პროტეინია"

კალორიების გადაჭარბება ეფექტს აბრუნებს.

სიმართლე: ოპტიმალურია დღეში 100 გრამამდე . არაქისის კარაქის მირთმევისას პროტეინთან ერთად ბევრ კალორიასაც იღებთ. ულუფის კონტროლი ყველაფერია.

როგორ ჩავრთოთ არაქისის კარაქი ვარჯიშის რაციონში

  • ვარჯიშამდე (30-60 წთ): 1 კოვზი ბანანზე ან პურზე — ხანგრძლივი ენერგია და შემცირებული მადა.
  • ვარჯიშის შემდეგ: შვრიის ფაფა ან სმუზი 1 კოვზი არაქისის კარაქით — პროტეინი + ნახშირწყალი აღდგენისთვის.
  • საუზმეზე: ცილოვანი საუზმე 3 ჯერ მეტადგანაყრებს ვიდრე ნახშირწყლები.ეს დღის განმავლობაში მიღებულ მთლიან კალორიებს ამცირებს.
  • მადის კონტროლი: შუადღის მცირე ულუფა გიცავთ ტკბილეულის მირთმევის სურვილისაგან.

ვისთვის შეიძლება არ იყოს იდეალური

არაქისის კარაქი ყველასთვის არ არის. არაქისზე ალერგიის შემთხვევაში ის გამორიცხულია. ასევე, თუ ექსტრემალურად დაბალკალორიულ დიეტაზე ხართ, მისი ულუფა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა აკონტროლოთ. ყველა სხვა შემთხვევაში, ის ჯანსაღი დიეტის ნაწილია.

ნატურალური არაქისის კარაქი ტოსტისგან

მხოლოდ მიწისთხილი და მარილი — შაქრის, პალმის ზეთისა და დანამატების გარეშე. სწორედ ისეთი, როგორიც წონის კონტროლს უხდება.

შეუკვეთე ახლავე — ₾19

ხშირად დასმული კითხვები

წონის კლებისას რამდენი არაქისის კარაქი შეიძლება დღეში?
ჩვეულებრივ 2-3 სუფრის კოვზი (≈40-60გ) დღეში საკმარისია. მთავარია დღიური კალორიების საერთო ბალანსი .
არაქისის კარაქი ვარჯიშამდე თუ მის შემდეგ ვჭამო?
ორივე მუშაობს. ვარჯიშამდე ენერგიას იძლევა, ვარჯიშის შემდეგ კი პროტეინთან და ნახშირწყლებთან ერთად აღდგენას უწყობს ხელს. მოარგე შენს რეჟიმს
ასუქებს თუ არა არაქისის კარაქი თუ ღამით შევჭამთ?
არა — წონაზე გავლენას ახდენს დღიური კალორიების საერთო რაოდენობა, და არა კონკრეტული საათი. ღამით ნატურალური არაქისის კარაქის მცირე ულუფა პრობლემა არ არის, თუ დღის საერთო კალორიებს არ ვაჭარბებთ.
რომელია უკეთესი — კლასიკური თუ ქრანჩი არაქისის კარაქი?
კვებითი ღირებულება პრაქტიკულად იდენტურია — განსხვავება მხოლოდ ტექსტურაშია. აირჩიე შენი გემოვნებით. მთავარია, რომ კარაქი იყოს ნატურალური, შაქრისა და დანამატების გარეშე.
ℹ️ ეს სტატია ზოგადი საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს სამედიცინო ან დიეტოლოგიურ რჩევას. კონკრეტული კვების გეგმისთვის მიმართეთ სპეციალისტს.